უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა
უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის მერი ბორის ფილატოვი ავრცელებს.
„სამწუხაროდ, არიან დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა ფილატოვმა.
თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, ასევე დაინგრა რამდენიმე შენობა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.