უკრაინის პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, მან მადლობა გადაუხადა რომის პაპ ფრანცისკეს უკრაინასა და უკრაინელებისადმი საშობაო მოლოცვისთვის, ასევე იმისთვის, რომ სამართლიანი მშვიდობა უსურვა.
„ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი სამუშაო „მშვიდობის ფორმულის“ განსახორციელებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ 80-ზე მეტი ქვეყანა უკვე ჩართულია „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელების პროცესში.