უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ფინანსური დაწესებულებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სამი წლით გაახანგრძლივა
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ფინანსური დაწესებულებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სამი წლით გაახანგრძლივა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ სანქციები გახანგრძლივდა.
საუბარია 55 ბანკსა და საფინანსო კომპანიაზე, რომლებიც ძირითადად რუსეთშია რეგისტრირებული, მაგრამ მათი ნაწილი ანექსირებულ ყირიმში და დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერირებს.
პრეზიდენტის განკარგულება ასევე ითვალისწინებს პირად სანქციებს ლიდია ანენკოვას და ალექსანდრე ანენკოვის წინააღმდეგ, რომლებიც „სევასტოპოლის ზღვის ბანკის“ დამფუძნებლები არიან.
სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, კრედიტებისა და სესხების გაცემის აკრძალვას, ფინანსური დახმარების გაცემას და ფასიანი ქაღალდების შეძენას. ასევე სანქციები კრძალავს უკრაინის ტერიტორიაზე ვიზიტს და პრივატიზებაში მონაწილეობის მიღებას.
სანქციების ხანგრძლივობის ვადა სამი წელია.
რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქციები პირველად 2018 წელს შემოიღო უკრაინის მთავრობამ.