უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის აკრძალვის კანონს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის აკრძალვის კანონს ხელი მოაწერა.
ქვეყნის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობას უფლება აქვს, გააუქმოს აკრძალვა, რომ უკრაინის გაერთიანებულ ენერგოსისტემაში თავიდან იქნას აცილებული საგანგებო მდგომარეობა.
2015 წელს უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთიდან ელექტროენერგიის შეძენა შეწყვიტა. იმპორტი განახლდა მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც რადამ დაუშვა შესყიდვები რუსეთიდან და ბელარუსიდან ორმხრივი ხელშეკრულებებით. ამის შემდეგ „ნაფტოგაზ უკრაინამ“ „ბელენერგოდან“ იმპორტი დაიწყო გრძელვადიანი კონტრაქტით.
4 დეკემბერს რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსეთიდან ელექტროენერგიის შემოტანას ორმხრივი ხელშეკრულებებით.