უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოთხ პირს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებდა და ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ
უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოთხ პირს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებდა და ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ

უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა ოთხ პირს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებდა და მათ ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ. როგორც უკრაინული მედია წერს, საუბარია ოთხ კონტრაბანდისტზე.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შესაბამისი ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა და ის მიმართული იყო უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი პირების წინააღმდეგ, რომელთა სახელებიც უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს „შავ სიაში“ იყო შეტანილი და რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აღმოაჩნდათ, მათ შორის რუსეთის და რუმინეთის. კონკრეტულად ვისზეა საუბარი უკრაინის პრეზიდენტის ოფისში არ აკონკრეტებენ.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, კონტრაბანდისტებს ეხმარებოდნენ უკრაინის საბაჟოს მაღალჩინოსნებიც, რომლებიც თანამდებობიდან გათავისუფლდნენ და კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

7 სექტემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა საბაჟოს თანამდებობის პირები, რომლებიც ხელს უწყობდნენ იმ პირთა საქმიანობას, რომლებიც უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს „შავ სიაში“ ჰყავდა შეყვანილი.