უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი - ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში აშშ-ს ეწვევა, დაგეგმილია შეხვედრები ჯო ბაიდენთან, კამალა ჰარისთან და დონალდ ტრამპთან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. შეხვედრები დაგეგმილია ჯო ბაიდენთან, კამალა ჰარისთან და დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი ავრცელებს.
„ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რათა წარუდგინოს მას „გამარჯვების გეგმა“. უკრაინის სახელმწიფოს მეთაური იმედოვნებს, რომ განიხილება ამ გეგმის დეტალები, ასევე უკრაინის მხარდაჭერის საკითხი შეერთებული შტატების მხრიდან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნმა, სერგეი ნიკიფოროვმა.
გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, შეხვდება უკრაინულ დიასპორას. ასევე, გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.