უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტთან რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტთან რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს. ტელეგრამარხში ერმაკი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს აფეთქება, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მფრინავის კატაპულტირების მცდელობა.
რუსული ბომბდამშენის, „სუ-24“-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის სახმელეთო ძალების 93-ე მექანიზირებული ბრიგადის წარმომადგენელიც.
რუსულ მხარეს „სუ-24“-ის დაკარგვის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.