უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ რუსეთმა ხერსონის საცხოვრებელ კვარტალზე იერიში მიიტანა
რუსეთმა ხერსონის საცხოვრებელ კვარტალზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ერთი ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.
ტიმოშენკოს ცნობით, ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
„ოკუპანტებმა კვლავ გაუხსნეს ცეცხლი ქალაქს. ჭურვი პირდაპირ საცხოვრებელი კვარტლის გზაჯვარედინზე ჩამოვარდა. ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა“, – წერს ტიმოშენკო „ტელეგრამის“ არხში.