უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან „აზოვსტალის“ 45 დამცველი გათავისუფლდა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან „აზოვსტალის“ 45 დამცველი გათავისუფლდა.
„ყველა მათგანი არის იმ ქვედანაყოფის ეროვნული გვარდიელი, რომელიც ცხრა წლის წინ აზოვის ზღვრის ნაპირზე შეიქმნა. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. მათ შორის არიან მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლის დაცვისას დაქორწინდნენ. ასევე არის ჩვენი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსეთის ტყვეობაში 2,5 წელიწადი იმყოფებოდა“, – წერს ანდრეი ერმაკი.
თავის მხრივ, რუსეთში განაცხადეს, რომ ქვეყანამ რთული მოლაპარაკებების შედეგად სამი რუსი მფრინავი დაიბრუნა.