უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შემუშავებაზე ანდერს ფოგ რასმუსენი იმუშავებს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შემუშავებაზე ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი იმუშავებს.
როგორც ერმაკი წერს, დანიელი პოლიტიკოსი სათავეში ჩაუდგება საერთაშორისო კონსულტანტებისგან შემდგარ საკონსულტაციო ჯგუფს.
„ამ ჯგუფის მიზანია, უკრაინის უსაფრთხოების სანდო და ეფექტურ გარანტიებთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშაოს. ამ ჯგუფში მიიპატიჟებენ უსაფრთხოების სფეროს, პოლიტიკისა და დიპლომატიის წამყვან სპეციალისტებს“, – წერს ანდრეი ერმაკი.