უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, კიევში საპროტესტო მარში მიმდინარეობს [ფოტოები]
კიევში, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით, უკრაინის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო მარშს მართავს.
მსვლელობა ტარას შევჩენკოს სახელობის პარკიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. ისინი უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მათ ქვეყანაში კორუფციაა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ის უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლება კორუფციაშია ჩართული, რასაც აქციაზე ხალხი აპროტესტებს.