უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ცნობით, უკრაინა და ევროკავშირი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას უახლოეს მომავალში ხელს მოაწერენ
უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების დოკუმენტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი გამართეს. მხარეები დოკუმენტზე ხელმოწერას უახლოეს მომავალში გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინისა და ევროკავშირის მოლაპარაკების გუნდებმა დაასრულეს უსაფრთხოების დოკუმენტის ტექსტის შეთანხმება და გადაწყვიტეს, რომ მას უახლოეს მომავალში მოაწერენ ხელს“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის აპარატის განცხადებაში.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდებას ჰპირდება, ასევე დახმარებას ჰპირდება რეკონსტრუქციაში, სამხედრო წვრთნებში, თავდაცვის სექტორში რეფორმების განხორციელებაში, თანამშრომლობას ჰიბრიდული საფრთხეებისა და კიბერშეტევის წინააღმდეგ ბრძოლაში.