უკრაინის პრეზიდენტის აპარატი - უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი კითხვარი შეავსო
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი კითხვარი უკრაინამ სრულად შეავსო, – შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ გააკეთა.
„როგორც პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს დაჰპირდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინა კითხვარს შეავსებდა, დღეს გავიდა ერთი კვირა და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოგვიტანა, უკრაინულმა მხარემ შეავსო.
ამიტომ ახლა ბურთი ევროკომისიის მხარესაა. ის მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციას, აკმაყოფილებს თუ არა უკრაინა წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ასეთი რეკომენდაციის გარეშე ევროკავშირში არავის იღებენ. ველოდებით, რომ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენ ევროკომისიას მივაწოდეთ, აღნიშნული რეკომენდაცია დადებითი იქნება“,- განაცხადა ჟოვკვამ.