უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი - ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მესამე ქვეყანაში უნდა შედგეს
უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მესამე, ნეიტრალურ სახელმწიფოში უნდა შედგეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები საკმაოდ რთულია და მესამე ქვეყანაში უნდა ჩატარდეს. ისეთ სახელმწიფოში, რომელიც არც ერთ მხარეს იხრება და ნეიტრალურ პოზიციას იკავებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, ასეთი ქვეყანა შესაძლოა, ვატიკანი იყოს, ხოლო ისრაელში ამ ტიპის შეხვედრის ორგანიზება რთულია, ისრაელსა და პალესტინას შორის გამწვავებული ურთიერთობების გამო.