უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ და სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქ ბახმუტის დაცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ და სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქ ბახმუტის დაცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს

უკრაინის ხელისუფლებამ და სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქ ბახმუტის დაცვის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, გაიმართა სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი. აღნიშნულ სხდომაზე გადაწყდა, რომ უკრაინა გააგრძელებს ბახმუტის დაცვას და გააძლიერებს პოზიციებს ამ ქალაქში. ამ გადაწყვეტილებას თავად ვალერი ზალუჟნიმაც დაუჭირა მხარი.

მანამდე გერმანულმა ტაბლოიდმა, „ბილდმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ბახმუტის დაცვის გაგრძელებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მეთაურს, ზალუჟნის შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა.

მედიის ცნობით, ზალუჟნი მზად იყო, ქალაქიდან სამხედროები გაეყვანა, ხოლო ზელენსკი მას ბახმუტის დაცვისკენ მოუწოდებდა.