უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - შონ პენი კიევში ჩამოვიდა მოვლენების აღსაბეჭდად, რათა მსოფლიოს უამბოს სიმართლე
ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, ოსკაროსანი შონ პენი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„რეჟისორი კიევში ჩამოვიდა მოვლენების აღსაბეჭდად, რათა მთელ მსოფლიოს უამბოს სიმართლე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. შონ პენი მათ შორისაა, ვინც უკრაინას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს. ჩვენი ქვეყანა მას მადლობას უხდის გამბედაობისა და მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.