უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ ბრიუსელში ჩავა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ ბრიუსელში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ ბრიუსელში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ცნობილი გახდა ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის განახლებული პროგრამიდან. ალიანსის შტაბბინაში აღნიშნეს, რომ ზელენსკი ხუთშაბათს ნატო-ს მთავარ ოფისს ეწვევა. დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა ევროკავშირის სამიტზე, სადაც „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს.