უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინის არჩევნებში ჩაერიოს
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინის არჩევნებში ჩაერიოს

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის არჩევნებში ჩარევის ალბათობა მაღალია. პოროშენკომ უკვე მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც რუსეთის მხრიდან მოსალოდენელი პროვოკაციების თავიდან აცილებაზე იმსჯელებენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, 2019 წელს, უკრაინაში დაგეგმილია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, პარალელურად ევროპაში ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნებიც. პოროშენკოს თქმით, აუცილებელია,  რუსეთის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელ პარტნიორებთან იყოს შეთანხმებული.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთიანი ფრონტით დავიცვათ ჩვენი მოქალაქებიის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევანი ჰიბრიდული საფრთხეებისგან“, – აცხადებს პოროშენკო.

უკრაინაში 2019 წლის მარტში პრეზიდენტის არჩევნებია დაგეგმილი, ხოლო 27 ოქტომბერს უმაღლესი რადას არჩევნები ჩატარდება.  ევროპარლამენტის არჩევნები კი 23-26 მაისს არის დანიშნული.