უკრაინის პრემიერი - გამარჯვებისთვის გვჭირდება იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა, აღიარება ევროპულ ოჯახში
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რა სჭირდება უკრაინას, რათა ომში გაიმარჯვოს. დენის შმიგალმა ამისთვის დაასახელა იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა – აღიარება ევროპულ ოჯახში.
„უკრაინაში ომია. ადამიანების დანაკარგი და ინფრასტრუქტურული ზარალი უდიდესია. გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ოთხი რამ: იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა. იარაღი გვჭირდება, რათა აგრესორისგან დავიცვათ უკრაინა და მთელი ევროპა, სანქციები – აგრესორის შესაჩერებლად, რათა შემდგომში ვერ დააფინანსოს ომი, ფინანსები ჩვენი მოსახლეობის და ეკონომიკის მხარდაჭერისთვის და ევროინტეგრაცია, რადგან ეს არის უკრაინელების ცივილიზაციური ომი“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
უკრაინის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად, ამზადებს ქვეყნის აღდგენის გეგმას.
„უკრაინა პარტნიორებთან ერთად, ამზადებს აღდგენის გეგმას. ჩვენ ვგეგმავთ არა მხოლოდ აღვადგინოთ ის, რაც აგრესორმა გაანადგურა, არამედ ავაშენოთ ახალი ევროპული ქვეყანა მწვანე ტექნოლოგიებით დაწყებული, ევროპული სამშენებლო სტანდარტებით და აგროსფეროთი დამთავრებული. ასევე, გვსურს თვითკმარობა ენერგოსექტორში. ჩვენ გვსურს ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ახლა გვჭირდება აღიარება ევროპულ ოჯახში. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენ და თქვენს თავისუფლებას“, – დენის შმიგალმა.
პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.