უკრაინის პრემიერ-მინისტრი კვლავ თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ირკვევა, ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი მის გათავისუფლებას გეგმავს, სწორედ ამიტომ ალქესეი გონჩარუკმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრი ოფიცრებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების თხოვნით პრეზიდენტს პირველად იანვარში მიმართა. ალექსეი გონჩარუკის გადაწყვეტილება მის გარშემო აგორებულ სკანდალს უკავშირდებოდა.
უკრაინულ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ პრეზიდენტი ეკონომიკაში ვერ ერკვევა. თუმცა მაშინ ვლადიმერ ზელენსკიმ მის გათავისუფლებაზე თხოვნა არ დააკმაყოფილა.