უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის მოსაზღვრე რეგიონებში ბელარუსი ტერიტორიული თავდაცვის ძალების წვრთნებს ატარებს
უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის მოსაზღვრე რეგიონებში ბელარუსი ტერიტორიული თავდაცვის ძალების წვრთნებს ატარებს.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გომელის რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის ყოვლისმომცველი შემოწმების ფარგლებში, 4 აპრილამდე ტერიტორიული თავდაცვის ძალების სამეთაურო-საშტაბო სწავლება ჩატარდება.
სწავლების მიზანია, შეაფასოს ტერიტორიული ჯარების სამხედრო ნაწილების თანამდებობის პირების მზადყოფნა საბრძოლო მომზადების ამოცანების შესასრულებლად, რეზერვის ოფიცრების კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტისას პირადი შემადგენლობის მომზადება. მსგავსი სწავლება გროდნოს ოლქის ვორონოვსკის რაიონში 2 აპრილს დაიწყო და 4 აპრილამდე გაგრძელდება.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ 26 აპრილამდე მინსკის ოლქის ვილეიკას რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ტერიტორიული ჯარების წვევამდელებთან სასწავლო შეკრება გაიმართება. შეკრების ფარგლებში გაიმართება სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელი ტერიტორიული ჯარებისა მიღება და მათი ყოვლისმომცველი მხარდაჭერა ადგილობრივი სამობილიზაციო ბაზის გამოყენებით.