უკრაინის ომში ჩართული რუსული სამხედრო ძალების მეთაური შეცვალეს. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. ამ თანამდებობაზე დანიშნეს გენერალი სუროვიკინი. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს.
როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელემა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, უკრაინაში მყოფი რუსული სამხედრო დაჯგუფებების მეთაურის შეცვლის გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მიიღო.
როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო იუწყება, სუროვიკინი 2017 წელს რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა. 2017 წლის მარტიდან ის სირიაში რუსულ ძალებს ედგა სათავეში.
მანამდე რუსულ ძალებს უკრაინის ომში გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი ხელმძღვანელობდა.