უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი - მინისტრთა კაბინეტის დონეზე მიხეილ სააკაშვილზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად, მისი წარდგინება არც უმაღლეს რადაში დარეგისტრირებულა
უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი - მინისტრთა კაბინეტის დონეზე მიხეილ სააკაშვილზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად, მისი წარდგინება არც უმაღლეს რადაში დარეგისტრირებულა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უმაღლეს რადაში უკრაინის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვასილი მოკანმა დაწერა.

„მოკლე კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის წარდგენის მთავრობის მიერ თითქოსდა უკან გაწვევის შესახებ.

ასეთი წარდგინება არ დარეგისტრირებულა უმაღლეს რადაში, შესაბამისად, მისი უკან გაწვევაც არ ყოფილა. მინისტრთა კაბინეტის დონეზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა. ხუთშაბათს უმაღლესი რადას რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ასეთი საკადრო საკითხი არ აღინიშნება“, – დაწერა ვასილი მოკანმა.

შეგახენებთ, მანამდე უკრიანულმა სააგენტო „ცენზორ ნეტმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ინიციატივა გაიწვია.