უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი - ჩრდილოეთ კორეის ჯარები კურსკის მიმართულებით უკვე შევიდნენ ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და მოხვდნენ დაბომბვის ქვეშ
უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი - ჩრდილოეთ კორეის ჯარები კურსკის მიმართულებით უკვე შევიდნენ ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და მოხვდნენ დაბომბვის ქვეშ

ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკვე შევიდნენ ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კურსკის მიმართულებით და მოხვდნენ დაბომბვის ქვეშ, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ განაცხადა.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი სხვა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

არსებული მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 10 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა, რომელთა ნაწილი რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან განათავსა.

სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობა 20 წლამდე ასაკისაა.