უკრაინის მთავრობამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა
უკრაინის მთავრობამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა.
შეზღუდვები ეხება 99 ფიზიკურ და 178 იურიდიულ პირს. „შავ სიაში“ მოხვედრილთა შორის პუტინის ქალიშვილები არიან.
ასევე შეზღუდვები დაუწესდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, რუსეთისა და ბელარუსის ეროვნული ბანკების მაღალი თანამდებობის პირებს. სანქციები შეეხო ბელარუსისა და რუსეთის ფიზიკურ პირებს და კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და ეხმარებოდნენ აგრესორს სანქციების გვერდის ავლაში.