უკრაინის მთავრობამ რამდენიმე ქალაქში რუსი და საბჭოთა მოღვაწეების ძეგლების დემონტაჟის ნებართვა გასცა
უკრაინის მთავრობამ რამდენიმე ქალაქში რუსი და საბჭოთა მოღვაწეების ძეგლების დემონტაჟის ნებართვა გასცა, მათ შორის ალექსანდრე პუშკინის. როგორც უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ძეგლები ამოიღეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ქონების სახელმწიფო რეესტრიდან.
მთავრობის განკარგულებით, დემონტაჟს შეიძლება დაექვემდებაროს პუშკინის ძეგლები კიევში, ოდესაში, ჟიტომირსა და ხარკოვში, კიევში მდებარე ბოლშევიკი წინამძღოლის, ნიკოლაი შორსის ძეგლი, ოდესაში თავადი ვორონცოვის ძეგლი, სუვოროვის ძეგლი იზმაილში, ადმირალ ოშაკოვის ძეგლი ხერსონში, „რევოლუციის მებრძოლთა“ მემორიალური კომპლექსი ლუგანსკში.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოს კიევში დემონტაჟი ჩაუტარდა პუშკინის ბიუსტს, ასევე პუშკინის ძეგლს ზაპოროჟიეს ცენტრში.