უკრაინის მიმართულებით რუსულმა ძალებმა მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს
უკრაინის მიმართულებით რუსულმა ძალებმა, რიგით მეცხრე, მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისკენ 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მათი დიდი ნაწილი, 60 რაკეტა, საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გაანეიტრალა, თუმცა ნაწილმა სამიზნეს მაინც მიაღწია, რის შედეგადაც დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები ჟიტომირის, კიევის, ხარკოვის, დნეტროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
ამასთან, ოთხი ადამიანი დაიღუპა კრივოი როგში. სარაკეტო თავდასხმების შედეგად ქალაქში 13 ადამიანი დაშავდა.
მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქვეყნის ნახევარს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.