უკრაინის მიმართულებით რუსეთის მიერ გაშვებული 27 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინელებმა 22-ის ჩამოგდება მოახერხეს
უკრაინის მიმართულებით რუსეთის მიერ გაშვებული 27 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინელებმა 22-ის ჩამოგდება მოახერხეს.
როგორც მედია წერს, რუსეთმა საჰაერო იერიში უკრაინის ხუთ რეგიონზე მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, დაზიანდა სამრეწველო ობიექტი.
უკრაინელმა სამხედროებმა ექვსი უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს მიკოლაივის რეგიონში. დრონის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად განადგურდა ერთი და დაზიანდა ათი საცხოვრებელი სახლი. მედიის ცნობით, ოთხი დრონი ჩამოაგდეს ხერსონის რეგიონში და კიდევ ოთხი დნეპროპეტროვსკის რეგიონში.