უკრაინის მიერ შემუშავებულ „შავ სიაში“ საქართველოს ორი მოქალაქეა შეყვანილი
უკრაინის მიერ შემუშავებულ „შავ სიაში“ საქართველოს ორი მოქალაქე მოხვდა.
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანდართულ სიაში არის საქართველოს მოქალაქე მერაბ ხალვაში, რომელიც ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის პოსტს იკავებს. ასევე სიაში არის მირანდა თურმანიძე. დოკუმენტის მიხედვით, თურმანიძე მეცნიერებათა დოქტორია და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდა. „შავ სიაში“ 800-ზე მეტი პირია შეყვანილი.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, სანქციების დაწესების რამდენიმე მიზეზი სახელდება: ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგანიზება და ხელშეწყობა, ანტიუკრაინული შინაარსის გამოცემების გავრცელება, ყირიმში უკანონოდ ჩასვლა, უკრაინის კუთვნილი სამუზეუმო კოლექციის უკანონოდ მიღება და გამოყენება.