უკრაინის მიერ ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
უკრაინის მიერ ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის მიერ ბელგოროდზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოთხი შენობა. დაზიანებულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და ათამდე ავტომობილი.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს ბელგოროდის, ბრიანსკისა და ვორონეჟის რეგიონებში.