უკრაინის მიერ ბელგოროდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
უკრაინის მიერ ბელგოროდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

უკრაინის მიერ რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

„ბელგოროდში, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 108 ადამიანი. ექიმები დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარებას უწევენ“, – აღნიშნა გლადკოვმა.

გუბერნატორის თქმით, ნგრევა დაფიქსირდა 37 საცხოვრებელ კორპუსში, 453 ბინაში, სამ კერძო სახლში და შვიდ სოციალურ დაწესებულებაში.

„ზარალის შესაფასებლად მუშაობა ამ დრომდე გრძელდება“, – აღნიშნა გლადკოვმა.