უკრაინის მესამე მოიერიშე ბრიგადაში აცხადებენ, რომ ბრიგადის ზოგიერთი ქვედანაყოფი ავდეევკაში მტრის ალყაში იყო მოქცეული, თუმცა თავის დაღწევა შეძლეს
უკრაინის მესამე მოიერიშე ბრიგადაში აცხადებენ, რომ ბრიგადის ზოგიერთი ქვედანაყოფი ავდეევკაში მტრის ალყაში იყო მოქცეული, თუმცა თავის დაღწევა შეძლეს

უკრაინის მესამე მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილე მაქსიმ ჟორინი აცხადებს, რომ ბრიგადის ზოგიერთი ქვედანაყოფი ავდეევკაში მტრის ალყაში მთლიანად იყო მოქცეული, თუმცა თავის დაღწევა შეძლეს. ამის შესახებ ის ტელეგრამარხზე წერს.

„ახლა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გარკვეული დროით მესამე მოიერიშე ბრიგადის ზოგიერთი ქვედანაყოფი ავდეევკაში სრულ ალყაში იმყოფებოდა, თუმცა თავის დაღწევა შეძლეს“, – წერს ჟორინი.

მისი თქმით, რუსულ ტელეგრამარხებზე წერენ, თითქოს ზოგიერთი უკრაინელი მებრძოლი ჯერ კიდევ იმყოფება ავდეევკის ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„იქ არ დარჩა ჩვენი არცერთი მებრძოლი. იქ, პრინციპში, არაფერი დარჩა რამდენიმე ნახევრად დანგრეული სარდაფის გარდა“, – წერს ბრიგადის მეთაურის მოადგილე.

შეგახსენებთ, შაბათს ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსადალმა, ალექსანდრ სირსკიმ ავდეევკიდან უკრაინული დანაყოფების გაყვანის შესახებ განაცხადა.