უკრაინის მეცხრე მოწვევის რადა დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბება
უკრაინის მეცხრე მოწვევის რადა დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბება

უკრაინის მეცხრე მოწვევის რადა დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბება. როგორც უკრაინული მედია წერს, რადას პირველ სესიაზე პარლამენტში მმართველ თანამდებობაზე ახალარჩეული დეპუტატების დანიშვნის საკითხს განიხილავენ და მინისტრთა კაბინეტის წევრების კანდიდატებზე იმსჯელებენ.

ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დეპუტატებს წარუდგენენ, პარლამენტის წევრებისთვის იმუნიტეტის გაუქმებას გულისხმობს.

ივლისში გამართული არჩევნების შედეგად უკრაინის რადაში ვლადიმირ ზელენსკის „ხალხის მსახურს“ 426 ადგილიდან 254 მანდატი აქვს.