უკრაინის კულტურის მინისტრი - ევროვიზიაზე უკრაინული ჟიურის მიერ პოლონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლების ნული ქულით შეფასება ძალიან სამარცხვინოა
ევროვიზიაზე უკრაინული ჟიურის მიერ პოლონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლების ნული ქულით შეფასება ძალიან სამარცხვინოა, – ამის შესახებ უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ განაცხადა.
უკრაინელი მინისტრის თქმით, ეს შეფასება არანაირად არ ასახავს რეალურ დამოკიდებულებას უკრაინის უახლოესი მეგობრების მიმართ ევროპაში.
„უკრაინელმა ხალხმა მოგცათ 12! თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ფასდაუდებელია. ჩვენი მადლიერება და დაფასებაც იგივეა. და მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია არ არის პოლიტიკური, არც პოლიტიკაა – ეს არის მეგობრობა, ეს არის საერთო ღირებულებები, ეს არის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა ყველა სფეროში. და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში იქნება. ძვირფასო პოლონელო და ლიეტუველო ხალხო, ჩვენ უსაზღვროდ მადლობელი ვართ თქვენი, ჩვენი გამარჯვება საერთოა. როგორც ევროვიზიაზე, ასევე ის, რომელიც მტერზე იქნება“, – წერს ალექსანდრ ტკაჩენკო სოციალურ ქსელში.
უკრაინული მედიის ცნობით, პოლონეთისა და ლიეტუვის პროფესიონალმა ჟიურიმ უკრაინას 12 ქულა მიანიჭეს. ამასთან, ევროვიზია 2022-ის უკრაინულმა ჟიურიმ პოლონელ შემსრულებელს არც ერთი ქულა არ მისცა. ამასთან, უკრაინელმა მაყურებელმა პოლონეთს მაქსიმალური ქულა – 12 მიანიჭა, ლიეტუვას – 10.