უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა
უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა

უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ სალდომ ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთის რეგიონებში ევაკუაციისკენ მოუწოდა.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერმა მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა.

„ვიცით, რომ ჩვენ გადაწყვეტილებებს უკრაინის ხელისუფლება არ აღიარებს და ველოდებოდით, რომ ჩვენ წინააღმდეგ შურისძიებას დაიწყებდნენ. ასეც აღმოჩნდა – ყოველ დღე ქალაქებზე სარაკეტო იერიშები ხორციელდება“, – აღნიშნა სალდომ.

მოწოდებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის ხელისუფლება. რუსეთის ვიცე-პრემიერის, მარატ ხუსნულინის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთვება და განსახლების დროს მოსახლეობა უფასო საცხოვრებელს მიიღებს.