უკრაინის კინოს სააგენტომ 2014 წლის შემდეგ 646 ფილმისა და სერიალის ჩვენება აკრძალა
უკრაინის კინოს სააგენტომ 2014 წლის შემდეგ 646 ფილმისა და სერიალის ჩვენება აკრძალა

კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტომ 2014 წლის შემდეგ 646 ფილმისა და სერიალის ჩვენება აკრძალა. მათ შორისაა რუსული ფილმებიც. ამის შესახებ მონაცემები სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

2015 წელს უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ნებას რთავს სახელმწიფოს, აკრძალოს ფილმები, სერიალები და სიმღერები, რომლებიც რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების პროპაგანდას ეწევა.

უკრაინის კულტურის მინისტრის, ვიაჩესლავ კირილენკოს თქმით, აკრძალვა ეხება ყველა სამხედრო თემატიკის ფილმსა და სერიალს, რომლებიც 1991 წლის შემდეგ გადაიღეს.

რაც შეეხება რუსულ ფილმებს, აქ აკრძალვამ ყველა ჟანრის ტელე და კინოპროდუქტი მოიცვა, რომელიც 2014 წლის შემდეგ გამოვიდა ეკრანებზე.