უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, კიევის ცენტრში დაბომბვებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა  
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, კიევის ცენტრში დაბომბვებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა  

კიევის ცენტრში დაბომბვებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ცენზორ ნეტი“ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სარაკეტო იერიშების შედეგად 24 ადამიანი დაშავდა.

მანამდე, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ამასთან, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებები იყო დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში, რის გამო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.