უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 17 მარტისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ცხრა ჰუმანიტარული დერეფანი შეთანხმდა, ერთ-ერთი კი მარიუპოლიდან ზაპოროჟიემდეა
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 17 მარტისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ცხრა ჰუმანიტარული დერეფანი შეთანხმდა, ერთ-ერთი კი მარიუპოლიდან ზაპოროჟიემდეა.
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეთანხმების დარღვევას, ცეცხლს უხსნიან საევაკუაციო კოლონებს და შეკრების ადგილებს.
გავრცელებული ცნობით, ქალაქ მარიუპოლიდან 16 მარტს 11 ათასი ადამიანი გავიდა და ზაპოროჟიეში ჩავიდა. ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნა დონეცკის, კიევისა და ხარკოვის ოლქებშიც. ირინა ვერეშუკმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა მარშრუტების კოორდინაციაზე ჰუმანიტარული მარაგების მიწოდებისთვის ყველა ალყაშემორტყმული და ბლოკადირებული დასახლებისთვის.