უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კიევის შემოგარენში ინფრასტრუქტურა დაბომბა
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კიევის შემოგარენში ინფრასტრუქტურა დაბომბა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კიევის შემოგარენში ინფრასტრუქტურა დაბომბა. გავრცელებული ცნობით, დაიბომბა ბროვარის ტერიტორია.

კიევის სიახლოვეს მდებარე დასახლების მერი იგორ სოპოჟკო აცხადებს, რომ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ მისთვის უცნობია.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე კიევის სიახლოვეს მდებარე საბრძოლო მასალის ქარხანა გახდა.

ომის პირობებში მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ კიევის შემოგარენში ბოლო დღეების განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა.