უკრაინის ხელისუფლება, მოსალოდნელი კონტრშეტევების გამო, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილების დატოვებისკენ მოუწოდებს
უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის ოკუპირებულ სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მოსალოდნელი კონტრშეტევების გამო, ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა საცხოვრებელი ადგილები ყველა არსებული საშუალებით უნდა დატოვონ.
უკრაინამ ხერსონის შავი ზღვის რეგიონის უმეტეს ნაწილზე ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველ კვირებში დაკარგა კონტროლი.
„ცხადია, იქნება ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა და ამიტომ მოვუწოდებთ ხალხს სასწრაფოდ ევაკუაციისკენ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციების დროს საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობიან მოსახლეობას. ზუსტად ვიცი, რომ იქ ქალები და ბავშვები არ უნდა იყვნენ და ადამიანურ ფარებად არ უნდა გახდნენ. გაემგზავრეთ ნებისმიერი მიმართულებით, თუნდაც ოკუპირებული ყირიმის გავლით“, – თქვა ირინა ვერეშუკმა.