უკრაინის ხელისუფლება არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მარიუპოლში უკრაინის არმიის 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითების დანაყოფი რუსებს ჩაბარდა
უკრაინის ხელისუფლება არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მარიუპოლში უკრაინის არმიის 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითების დანაყოფი რუსებს ჩაბარდა

უკრაინის ხელისუფლება არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მარიუპოლში უკრაინის არმიის 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითების დანაყოფი რუსებს ჩაბარდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებმა რთული და სარისკო მანევრის შედეგად ალყა გაარღვიეს და ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლებს შეუერთდნენ.

„36-ე ბრიგადამ ნაწილ-ნაწილ აიცილა მარცხი და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტობრივად, მოიპოვა მეორე შანსი. ქალაქის თავდაცვის სისტემა გაიზარდა და გაძლიერდა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

უკრაინელი საზღვაო ქვეითების დანებების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ არც უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 1 026-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში იარაღი დაყარა და რუს სამხედროებს ჩაბარდა.