უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, შემთხვევების მატების გამო აღდგომის დღესასწაული სახლში აღნიშნონ
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, შემთხვევების მატების გამო აღდგომის დღესასწაული სახლში აღნიშნონ. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა გააკეთა.
მისი თქმით, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა უკრაინაში 11,2 პროცენტით არის გაზრდილი.
ამასთან ერთად, უკრაინაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 108-მდე გაზარდა. როგორც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ბოლო 24 საათში ვირუსის 392 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 29 ბავშვი და 90 ექიმია. 24 საათში საავადმყოფოში გადაიყვანეს 120 ადამიანი.
საერთო ჯამში სომხეთში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 3764 ადამიანს დაუდასტურდა.