უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში მიმდინარე აქციებს ქართულ ენაზე ეხმაურება
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ულიანა სუპრუნი საქართველოში მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ულიანა სუპრუნი „ტვიტერში“ ქართულ ენაზე წერს.
„რუსეთი – ოკუპანტი“ და „პუტინი – ხ*უილო“ — ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება. ბოლო დღეებია, ჩვენ ვხედავთ, როგორ სკანდირებენ ამას საქართველოში. იქ, სადაც ათობით ათასი მოქალაქე იცავს თავის სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას აგრესორი ქვეყნის ჰიბრიდულ ომისაგან“, – წერს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.