უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ დონეცკის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერია 
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ დონეცკის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერია 

უკრაინის არმიამ დონეცკის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.

როგორც მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით წერს, რუსი სამხედროები ინტენსიურ იერიშს ახორციელებენ ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს რეგიონში საოკუპაციო ძალებმა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ ტანკებით და არტილერიით გახსნეს ცეცხლი.

მედიის ცნობით, პარალელურად, უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციები მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, კინბურნის ნახევარკუნძულზე დაბომბა. უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, განადგურებულია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, ჯავშანმანქანები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავი.