უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ციხეებიდან გაჰყავთ პატიმრები, რომლებიც საბრძოლო მომზადებას ოკუპირებულ დონეცკის ოლქში გადიან
რუსეთის ციხეებიდან გაჰყავთ პატიმრები, რომლებიც საბრძოლო მომზადებას ოკუპირებულ დონეცკის ოლქში გადიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, პატიმრები საბრძოლო მომზადებას ქალაქ ტორეზის მახლობლად მოწყობილ საწვრთნელ ბანაკში გადიან.
მანამდე, „ბიბისის“ რუსული სამსახური წერდა, რომ რუსეთის კოლონიებში უკვე ორი თვეა პატიმრებს შორის „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიაში გაწევრიანების აგიტაციას ეწევიან.