უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინაში 25 500 სამხედრო დაკარგა
24 თებერვლიდან 8 მაისამდე პერიოდში, რუსეთმა უკრაინასთან ომის დროს 25 500 სამხედრო დაკარგა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ლიკვიდირებულია 1 130 ტანკი (ბოლო 24 საათში 8), 2 741 ჯავშანტექნიკა (ბოლო ერთ დღეში 28), 509 საარტილერიო სისტემა და 179 სარაკეტო სისტემა, 86 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 199 თვითმფრინავი და 156 შვეულმფრენი, 1 961 მანქანა და ტანკერი.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, განადგურებულია ასევე 12 ხომალდი, 360 ოპერატიულ-ტექნიკური დრონი, 39 სპეციალური ტექნიკა და 92 საკრუიზო რაკეტა.