უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინაში 10 სარაკეტო და 29 საავიაციო იერიში განახორციელეს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინაში 10 სარაკეტო და 29 საავიაციო იერიში განახორციელეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 10 სარაკეტო და 29 საავიაციო იერიში განახორციელეს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ობიექტებისა და სამხედრო პოზიციების მიმართულებით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 69-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

უკრაინის არმიის გენშტაბის მოხსენების თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში შეტევას ხუთი მიმართულებით აგრძელებენ. რუსეთის საარმიო ნაწილები უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევას კუპიანსკში, ლიმანში, ბახმუტშ, ავდეევკასა და შახტერში ცდილობენ.

ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდასხმა დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონების 20 დასახლებაში მოიგერიეს.