უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ შვიდი სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა განახორციელა, ასევე 20-ჯერ გახსნა ცეცხლი რეაქტიული სისტემებიდან
უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ შვიდი სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა განახორციელა, ასევე 20-ჯერ გახსნა ცეცხლი რეაქტიული სისტემებიდან

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ შვიდი სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, ასევე 20-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული სისტემებიდან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურის შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

რუსმა სამხედროებმა ფრთოსანი რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოთხი რაკეტის განეიტრალება შეძლეს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია განაგრძობს ძალისხმევის კონცენტრაციას ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ოკუპაციაზე. გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 23 შეტევა განახორციელეს, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს.

რუსეთის არმიის დანაყოფებმა სუმის ოლქი 22-ჯერ დაბომბეს. ასევე დაიბომბა ხარკოვის რეგიონი. დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.