უკრაინის გენშტაბი - ხუთი მიმართულებით ხორციელდება შეტევა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია თავდასხმები ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ათ დასახლებულ პუნქტში
უკრაინის გენშტაბი - ხუთი მიმართულებით ხორციელდება შეტევა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია თავდასხმები ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ათ დასახლებულ პუნქტში

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში ხუთი მიმართულებით ახორციელებს შეტევას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია რუსი სამხედროების თავდასხმები ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ათ დასახლებულ პუნქტში, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის არმიის გენშტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

რუსეთის არმია ძირითად ძალისხმევას მიმართავს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა და 85-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან.

ხერსონის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის ტერიტორია ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან, ნაღმტყორცნებიდან და ტანკებიდან 42-ჯერ დაბომბეს, ასევე დაიწყეს სარაკეტო შეტევა. ჭურვები მოხვდა საწყობებს, კინოსა და საკონცერტო დარბაზს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიას და საცხოვრებელ კორპუსებს.