უკრაინის გენშტაბი - მტერმა განაახლა შეტევა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით, წარმატება არ აქვთ
რუსეთის ძალები მარიუპოლში „აზოვსტალის“ რაიონში უკრაინული დანაყოფების განადგურებას ცდილობენ, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გრძელდება მარიუპოლში „აზოვსტალის“ რაიონში ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებისა და განადგურების მცდელობები. ცალკეულ რაიონებში, ავიაციის მხარდაჭერით, მტერმა განაახლა შეტევა ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მიზნით. წარმატება არ აქვს“, – ნათქვამია გენშტაბის ცნობაში.
ამას გარდა, უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგე განაგრძობს აღმოსავლეთ ოპერაციის ზონაში შეტევით ქმედებებს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლის მიზნის.
როგორც გენშტაბი აღნიშნავს, რუსული ძალები ცდილობენ, განავითარონ შეტევა ზაპოროჟიეს და კრივოი როგის მიმართულებით.